კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 81 მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში ბრაზილიის ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის წევრებიც იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი ბოლივიიდან მედელინში მიფრინავდა და რადარებიდან რიო ნეგროს თავზე გაქრა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. კატასტროფის მიზეზად საწვავის უკმარისობა სახელდება.