ახალი ამბები მთავარი

დღეს თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

29 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, გლდანის, სამგორის და დიდუბის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელის გაუმჯობესებას და ელექტროგადამცემი ხაზის რეკონსტრუქციას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
11:00-დან 14:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V და IIIა (ნაწილობრივ) მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
12:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საქნავთობის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების I და IV კვარტლების, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, ღლონტის, ფრანგულიანის, ტყემალაძის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 15:00-დან 18:00-მდე, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცლის, აეროპორტის დასახლების,ზემო და ქვემო ალექსეევკის, იუმაშევის, ახვლედიანის, მუხაძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, ფიროსმანის, კაკაბაძის, ესენინის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფიფიას, ვორონინის და ცაბაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....