ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნიკა გვარამია თეა წულუკიანს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე ზეწოლას აანონსებს. გვარამია ასახელებს იმ პირებს, რომლებიც სასამართლოზე ზეწოლას ახდენენ, მათ შორისაა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

“ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს “მოლაპარაკებას” და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორის არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარობის საპარლამენტო მდივანი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილი.” – აცხადებს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ 22 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.

იტვირთბა....