ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„პირში მიწა და ბალახი ჰქონდა“: ლანჩხუთში მამაკაცი სავარაუდოდ დანით დაჩეხილი იპოვეს

გუშინ ღამით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მკვლელობა მოხდა. 45-წლამდე მამაკაცს სხეულზე სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული ჭრილობები.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ამავე სოფლის მკვიდრია. მას დანით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, პირში კი მიწა და ბალახი ჰქონდა ჩაყრილი.

გავრცელებული ინფორმაციით,  გარდაცვლილი  მეზობლის მამაკაცთან ერთად გვიანობამდე ქეიფობდა. სავარაუდოდ, ჩხუბი ერთმანეთში სუფრის წევრებს მოუვიდათ.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი, რომელიც მეზობლის დანით დაჩეხვაშია ბრალდებული, დაკავებულია და საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....