ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი ენმ-ს: მთავარი მიზეზი, რის გამოც ხალხმა არ აგირჩიათ, თქვენი ქედმაღლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხზე  ისაუბრა.
„მეგობრებო, მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან შრომატევადი, ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის, მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე, რომ სხვამ არ თქვას და მერე დითირამბებში არ ჩაითვალოს – არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, ყოველთვის გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როცა ასეთი რამ ხდება. თათბირის დროს არასდროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ და არასოდეს, არც ერთ ორგანიზაციაში, სადაც მიმუშავია, არ მიმართავს ის შიდა დაპირისპირებებისა და ინტრიგების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ სრულიად ახალი სტილით იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომ ვახსენება ამას. რატომ ვახსენებ ამას ზუსტად დღეს და რატომ გესაუბრებით თქვენ, ჩვენს ოპონენტებს, ამასაც ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს. ის, რასაც თქვენ გუშინ უწოდეთ პოლიტიკური უტიფრობა თუ სხვა სიტყვები, მე მინდა ერთი ძალიან მარტივი სიტყვა ვუწოდო, ეს არის მეგობრებო, ქედმაღლობა, ამიტომ არ აგირჩიათ თქვენ ქართველმა ხალხმა და საქართველოს მოსახლეობამ, ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც, ნაციონალური მოძრაობა დღეს არის უმცირესობაში და ამას სჭირდება გაანალიზება და გაცნობიერება“.-განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 110 მომხრე, 19 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

 

იტვირთბა....