ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უკრაინის ამ პარლამენტისთვის ეს ბოლო ზამთარია“

 

კიევში რადას შენობის წინ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა აქცია გამართა, ლოზუნგით “ბოლო ზამთარი უკრაინის პარლამენტისთვის”.

სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება განსაკუთრებით ოლიგარქებზე გაამახვილა.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აქციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ მათი მოთხოვნის წინააღმდეგ რადამ შეიძლება სხვადასხვა სახის აგიტაცია დაიწყოს, რასაც არ უნდა შეუშინდნენ.

“შესაძლოა უკრაინის ახლანდელმა ხელისუფლებამ განაცხადოს, რომ მათ დემოკრატიულად უნდა დაასრულონ თავისი მოღვაწეობა, რადგან შეიძლება შეგაშინონ, რომ ამ არეულობით რუსეთი ისარგებლებს და უკრაინა აგრესიის წინაშე აღმოჩნდება”.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა უკრაინაში  ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოსთხოვა.

“დროა, დავიბრუნოთ უკრაინა! დიდება უკრაინას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს წარუდგინა გეგმა, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს. დაპირებებს შორისაა სახელმწიფო აპარატის სრული წმენდა, ხელისუფლებაში მყოფი ქურდების დაპატიმრება, ბიზნესის და ხალხის გათავისუფლება, გადასახადების შემცირება, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმა, ეკონომიკის რადიკალური რეფორმა, სოციალური პოლიტიკის რეფორმირება.

“ჩვენ მთლიანად შევცვლით სახელმწიფოს მართვის კულტურას უკრაინაში”,  -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია “ახალი ძალების პლატფორმა” ოპოზიციაში გადასულმა მიხეილ სააკაშვილმა 11 ნოემბერს დააფუძნა და უკრაინაში ვადამდელი არჩევნები მოითხოვა.

 

იტვირთბა....