ახალი ამბები მთავარი

მარიამ ჯაში მზად არის, „აუდიტორია 115“-ის და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მზადყოფნას გამოთქვამს 28 ნოემბერს, „აუდიტორია 115“-ის და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდეს.

„პირდაპირ ეთერში მე პირადად შევთავაზე „აუდიტორია 115“-ის წევრებს დავსხდეთ ერთობლივი კონსულტაციების მაგიდასთან. უმჯობესია, ორივე მხარე იყოს წარმოდგენილი, როგორც სტუდენტური თვითმმართველობა, ასევე „აუდიტორია 115“, რომ შეჯერდეს პოზიციები. მე მზად ვარ ორშაბათს, როდესაც დავბრუნდები თბილისში, კომიტეტის სამუშაო ოთხაში, პარლამენტში შევხვდე მათ. ყველაფერი ჩატარდა არსებული კანონმდებლობით და დებულებებით. მინდა მივულოცო მიუხედავად სერიოზული დაბრკოლებებისა, არჩევნების დასრულება თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტს”.-განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ  თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. სტუდენტებმა თვითმმართველობის 140 დელეგატი აირჩიეს. არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ “აუდიტორია 115-ის” წევრები.

იტვირთბა....