საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 26 ნოემბერს დაამტკიცა.
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეგზავნა.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს.