პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას რუსეთ-საქართველოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო იგივე პოლიტიკას გააგრძელებს.
”რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენი მიზანია, ფეხდაფეხ გავაუმჯობსესოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, შევქმნათ წინაპირობები პრობლემების გრძელვადიანი მოგვარებისთვის. მინიმუმ, მოვახდინოთ რეგიონში, ჩვენი ოკუპაციის პრობლემებიდან გამომდინარე არსებული რისკების ნეიტრალიზება და შევქმნათ საკმარისი სტაბილურობა, რომ შესაძლებელი გახდეს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური დაგეგმვა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ინვესტორებისთვის”. – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები მთავრობის განახლებული შემაგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.