ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სცემეს

გვიან ღამით კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს. „ლიბერალის“ ინფორმაციით, მას ორმა უცნობმა მამაკაცმა სცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

შეგახსენებთ,  კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს თავს 14 ოქტომბერს დაესხნენ. ის ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....