თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასეს.
როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი ეგნატაშვილმა განაცხადა, არჩევნები შედგა, უკვე არჩეულია 140 დელეგატი, რომლებიც ერთი კვირის ვადაში თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ.
მისივე თქმით, 20 615 სტუდენტიდან არჩევნებზე მივიდა 2 436 სტუდენტი.
„პრინციპული საკითხი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ არჩევნები შედგა და არის ლეგიტიმური. საჩივრებს რაც შეეხება, იყო აგიტაციასთან დაკავშირებით საჩივარი ერთ-ერთ უბანზე. 13 უბნიდან, შეუფერხებლად იმუშავა 4 უბანმა, ერთი მათგანი შეფერხდა მცირე ხნით, რვა უბანი იყო რამდენიმე საათის განავლობაში პიკეტირებული. ეს არის გარკვეული წესების დარღვევა, რაზეც ალბათ შესაბამისი უწყებები მოახდენენ რეაგირებას“.-აღნიშნა ეგნატიშვილმა.
შეგახსენებთ, არჩევნების პარალელურად პირველ საათზე თსუ-ის ეზოში „აუდიტორია 115-ის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აქციას გამართეს, შემდეგ კი თსუ-ის მეორე და მესამე კორპუსში საარჩევნო უბნების პიკეტირება მოახდინეს. „აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენელთა თქმით, მათი ერთ-ერთ მიზანი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა იყო.