ახალი ამბები მთავარი

„მაგას კლიჩკაც აქვს ლაკას ეძახიან”: ია ანთაძე და თინა ხიდაშელი ხოშტარია-წულუკიანის დაპირისპირებას ეხმაურებიან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერ, ელენე ხოშტარიას და იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანის პარლამენტში დაპირისპირებას ეხმაურება:

„მაგას კლიჩკაც აქვს ლაკას” ეძახიან, არ იცის ეტყობა და არ გააგებინოთ.

P.S. “მაგას” ცუდად მომხვდა თვალში, მაგრამ დღევანდელ დღეს მოუხდა და ბოდიში ელენესთან.“ – წერს ხიდაშელი.

ამავე თემაზე წერს ჟურნალისტი ია ანთაძეც სოციალურ ქსელში:

„მეორე კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ელენე ხოშტარიას კლასის დამრიგებელი ვიყავი. რთული პერიოდიც ერთად გამოვიარეთ და არართულიც. “ვარსკვლავების კლასში” ლაკა ერთ-ერთი ყველაზე ბეჯითი, შრომისმოყვარე და გულმხურვალე ადამიანი იყო.

და, სხვათა შორის, ტონა წიგნი აქვს წაკითხული ბავშვობაში.“ – წერს ანთაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას მიმართა:

„მე არც ბავშვობაში ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით. არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით, მე წიგნს ვკითხულობდი. ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. ეს არ არის ჩემი სტილი”, – განაცხადა წულუკიანმა.

იტვირთბა....