ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

პუტინი: “რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება” (ვიდეო)

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება.

ვლადიმერ პუტინმა ბავშვებს გეოგრაფიაში მინი-გამოცდა ჩაუტარა, რა დროსაც ცხრა წლის ბიჭს ჰკითხა, სად მთავრდება რუსეთის საზღვრები.

“რუსეთის საზღვრები მთავრდება  ბერინგის სრუტეზე აშშ-სთან…», –  დაიწყო საუბარი ბავშვმა, ამ დროს მას პუტინმა ლაპარაკი გააწყვეტინა და განაცხადა, რომ “რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება”.

რუსული გეოგრაფიული საზოგადოება 1845 წელს დაარსდა. ვლადიმერ პუტინი  მისი სამეურვეო საბჭოს თვამჯდომარეა.

https://youtu.be/yAkywOPr_xQ

 

 

 

იტვირთბა....