ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

National Geographic Traveler: საქართველო 2016 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა

 

ელექტრონული ხმის მიცემა National Geographic-ის რუსულენოვან საიტზე www.nat-geo.ru 8 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ნომინაციაში “წლის აღმოჩენა” 19 ქვეყანა მონაწილეობდა. 3 ფინალისტში მოხვდა საქართველო, შრი-ლანკა და ირანი. საქართველომ  ხმების 18%-ით  პირველი ადგილი დაიკავა. დაჯილდოების ცერემონიალი მოსკოვში გაიმართა, პრიზი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომელს ამირან ივანიძეს გადასცეს.

National Geographic Traveler-ის გასტრონომიული ტურიზმის ნომინაციაში საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე გასულმა ჩინეთმა ხმების 18% მიიღო, საქართველომ კი – 17.9% მე-3 ადგილი იტალიამ დაიკავა.

travelingeorgia.ge

იტვირთბა....