საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვლილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უნდა ეყაროს კენჭი, 26 ნოემბერს, 12:00 საათზე მოიწვია.
„საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 26 ნოემბრის 12 საათიდან შემდეგი დღის წესრიგით – საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა (N07-2/1, 22.11.2016) და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წ.“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში დღეს დაიწყო.