ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ერთ წინადადებაზეა დამოკიდებული“

 

ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ სააგენტო “პირველთან” საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესზე ისაუბრა:

“ერთადერთი არის ის, რომ კვლავ გრძელდება შეჩერების მექანიმზე მუშაობა. მე ყოველდღიურ რეჟიმში ვარ კავშირში სლოვაკეთის თავმჯდომარეობასთან და პარლამენტთან. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ მოხდეს ამ მექანიზმის მაქსიმალურად დახვეწა და შეთანხმება. ამის შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილების ამოქმედებას წინ არაფერი უდგას. რაღაც დეტალებზე ვერ თანხმდებიან, მე ველოდებოდი, რომ წინა კვირაშიც დასრულდებოდა ამაზე მუშაობა, ახლა იმედი მაქვს რომ ძალიან მალე დასრულდება ეს პროცესი. რეალურად მართლა ერთ წინადადებაზე მიდის მსჯელობა და ამიტომ, იმედია მალე დასრულდება პროცესი”, – განაცხადა საბანაძემ.

ევროკავშირში საქართველოს ელჩი, არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი ნახევარი წლით გადაიდება.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.

იტვირთბა....