ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მამამისი სიკვდილს უსჯიდა ადამიანებს”: “კრიმინალების ძეგლის ავტორი ელენეს არ უნდა ებლატავებოდეს”

“წულუკიანზე ღაძაობა პოსტებს ფბზე, ვერ კითხულობს ქვეყნის ის ნაწილი, ვისაც მიწა აქვს დასათოხნი, ცხოველი საძოვარზე გასაყვანი, გამოცდა ჩასაბარებელი, ვიღაცის შვილი მოსავლელი, ვინც ემიგრაციაშია წასული – სხვას უვლის… არადა საქართველოს ძირითად ნაწილს სწორედ ისინი წარმოადგენენ. ვინც აქ არ იხარშება და არ ესმის, ეს რაღაცნაირი კრიტიკა. მინისტრები ასე რომ არ უნდა იქცეოდნენ ფაქტია, ისევე, როგორც დეპუტატები არ უნდა ყვიროდნენ სულს ამოგხდითო, მაგრამ ესაა ქართული პოლიტიკის რეალობა. ანუ, წულუკიანებს პარლამენტში უნდა უპასუხოთ. მათ შორის უნდა შეახსენოთ, რომ მამამისი სიკვდილს უსჯიდა ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ როცა ოთო კახიძეს საქმიანობას დაუწუნებს. ხომ ამბობდით ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, დისკომფორტი რომ შევუქმნათ ქოცებსო და ჯერ-ჯერობით პირიქით ხდება, თორემ კრიმინალების ძეგლის ავტორი, რომ ელენეს არ უნდა “ებლატავებოდეს” მეც ვიცი.” – ასეთი განცხადება გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ ფეისბუქზე მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ.

შეგახსენებთ, დღეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას მიმართა: „გისამძიმრებთ იმას, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი, ზიხართ იქ, სადაც ზიხართ, ოთო კახიძის გვერდით, გისამძიმრებთ ამ მორალურ, იმედია დროებით კრახს. კაცი, რომელიც ვანოს იცავს დღეს, იმის გვერდში ზიხართ“

იტვირთბა....