ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი თანამდებობას ტოვებს. შულცი თანამდებობას ოფიციალურად 2017 წლის იანვარში დატოვებს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაუჭირდა.
ევროპარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, იმასთან დაკავშირებით, რომ ის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით ბუნდესტაგის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლის იანვრიდან იკავებს.