ჩინეთში ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგურის დროებითი კონსტრუქცია ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ BBC წერს.
ტელეკომპანიის გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან ხალხის ნაწილი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც სამხედროები და ავიაციაც არის ჩართული.
თითქმის 170 მეტრის სიმაღლის გამაგრილებელი კოშკის ჩამონგრევის დროს ადგილზე 68 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.