ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-მა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  ანტიკორუფციული სააგენტოს  თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი როლანდ ჩხიტუნიძე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, როლანდ ჩხიტუნიძემ მოქალაქეს საქონლის ყალბი წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9 წლამდე).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

იტვირთბა....