ახალი ამბები მთავარი სპორტი

ნონა გაფრინდაშვილი 74 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

 

იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში მიმდინარე სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა გამარჯვება მოიპოვა და 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი 74 წლის ასაკში გახდა.

ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნომებერს დასრულდა. 65 წელს ზევით მოთამაშეთა შორის პირველობისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა, ორი მოჭადრაკე ქალი საქართველოდან, ოთხი – რუსეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან.

ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში (1962; 1965; 1969, 1972). ის ასევე არის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი.

იტვირთბა....