ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ მოსკოვის მიერ რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ძალების გაერთიანების ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგია

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის, ჯონ კირბის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მოსკოვის მიერ რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ძალების გაერთიანების ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგია. მისივე თქმით აშშ არ აღიარებს ამ ე.წ. შეთანხმებას და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა შეასრულოს 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმება, დააბრუნოს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე უარის თქვას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

იტვირთბა....