ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რას გეგმავს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს, – ამის შესახებ  ჩაჩიბაიამ ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

როგორც ჩაჩიბაიამ აღნიშნა, შეიარაღებულ ძალებში მთელი რიგი რეფორმები განხორციელდება.

”ჩვენ მაქსიმალურად შევქმნით შეიარაღებულ ძალებს, ადეკვატურს იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც რეგიონში არსებობს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. მომდევნო წლებში უკვე გაწერილი იქნება სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ განვახორციელებთ რეორგანიზაციას შეიარაღებულ ძალებში. იქნება სტრუქტურული ცვლილებები, როგორც სამანევრო ელემენტებში, ასევე საბრძოლო მხარდაჭერის და უზრუნველყოფის ელემენტებშიც”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

რაც შეეხება გენერალურ შტაბში საკადრო ცვლილებებს, როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია მომავალში გახდება ცნობილი.

იტვირთბა....