ახალი ამბები მთავარი სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გასაღების, სამსახურებრივი სიყალბის, ასევე თაღლითობის ფაქტზე დააკავა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, ვეტერინარი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, რომლის ფარგლებშიც მას ევალებოდა სააგენტოს მიერ დაკვეთილი სამუშაოს – პირუტყვის იდენტიფიკაცია/ვაქცინაცია, ასევე ხორცის ჯანმრთელობის (ვარგისობის) ნიშანდება და ბეჭდით დამოწმება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ და შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ფინანსური გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი თითქოსდა ხორცს ჩაუტარა ლაბორატორიული შემოწმება. ხოლო შეუმოწმებელ პირუტყვის ხორცზე, თითქოსდა პროდუქცია აკმაყოფილებდა დაწესებულ სტანდარტს, დაიტანა ვარგისიანობის ნიშანდება.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მატერიალური გამორჩენის მოტივით ეჭვმიტანილმა არ განახორციელა პირუტყვის ვაქცინაცია ე.წ. ,,თურქულზე’’, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაამზადა ყალბი დოკუმენტი ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე ფორმა N1ბ, თითქოსდა პირუტყვი იყო აცრილი.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე,  210 – ე  და 180-ე მუხლით.

 

იტვირთბა....