მთავრობის კანცელარიაში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი დაასახელა, სადაც მცირე ცვლილებებია:
ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრად კახი კალაძე ბრუნდება. ის კვლავ ვიცე -პრემიერი იქნება. ამ დრომდე მოქმედი მინისტრი, ილია ელოშვილი, კვლავ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
ფინანსთა მინისტრი- დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება. მან ნოდარ ხადური შეცვალა. ქუმსიშვილი ასევე პირველი ვიცე -პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. .
ეკონიმიკის მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნება. მან დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვალა.
ინფრასტრუქტურის მინისტრი -ზურაბ ალავიძე დასახელდა. ის ნოდარ ჯავახიშვილს შეცვლის.
სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში -ვიქტორ დოლიძე. ის დავით ბაქრაძეს შეცვლის.
დიასპორის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა და მის ფუნქციებს შეითავსებს.
მინისტრთა კაბინეტში სხვა ცვლილებები არ მომხდარა.
ახალ მინისტრთა კაბინეტს საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ კვირის ბოლოს დაამტკიცებს.