ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ფსიქიატრიული შემოწმება გავლილი მაქვს ოთხჯერ“: რომან გოცირიძე ნოდარ ჯავახიშვილს პასუხობს

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გიცირიძე სოციალურ ქსელში ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს პასუხსობს და აცხადებს, რომ ჯავახიშვილის განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს.

„ბატონმა ნოდარმა იმდენიც კი არ იცის, რომ მისი განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას, არის დისკრიმინაციული და შეურაცხყოფას აყენებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს.

რაც შეეხება ჩემს ფსიქიატრიული შემოწმება გავლილი მაქვს ოთხჯერ.:)

– პირველად შემამოწმა მეუღლემ( ფსიქიატრია)

– მეორედ სიმამრმა( ფსიქიატრია),

– მესამედ სიდედრმა( ფსიქიატრია),

– მეოთხედ მე შევამოწმე ჩემი თავი, რადგან ამდენ ფსიქიატრში მეც ფსიქიატრი გავხდი:)

ერთი შემოწმება განსაკუთრებით მძიმე იყო: არა, არ გაგატან ჩემს ქალიშვილს ცოლად, სანამ მთვრალს არ გნახავო, მითხრა სიმამრმა. რა უნდა მექნა, გამოვთვერი მაგრად. წარმატებით გავიარე ტესტი.

ნოდარ ჯავახიშვილის სიმთვრალეზე არ მინდა აქ საუბარი. ისედაც ყველამ იცის. იმ ტრაგიკული შემთხვევების შესახებაც:( თურმე აუდიტის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარეობას უმიზნებს. ამათი მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი!”. – წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, Ipress-თან მიცემულ ინტერვიუში ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა: “რომან გოცირიძე ფსიქიატრიულში უნდა წაიყვანო და შეამოწმებინო”.

იტვირთბა....