გამოქვეყნებული ეპისტოლეს თანახმად, პაპმა ფრანცისკემ, აბორტის შენდობის უფლება ყველა კათოლიკე მღვდელს გაუგრძელა.
აბორტის შენდობის უფლება ადრე მხოლოდ ეპისკოპოსებს, ან განსაკუთრებულ აღმსარებლებს ჰქონდათ.
პაპმა ხაზი გაუსვა, რომ „აბორტი სასიკვდილო ცოდვაა, რადგან ის უცოდველ სიცოცხლეს ამთავრებს“, მაგრამ იქვე დაამატა, „არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც ღმერთის შენდობა ვერ მისწვდება და ვერ განაქარვებს, თუ იპოვის მომნანიებელ გულს, რომელსაც მამაზეციერთან შერიგება სურს“.