ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ცუნამი დაიწყო და ტალღის სიმაღლემ რამდენიმე მეტრს მიაღწია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმას პროფექტურის ქალაქ ივაკიდან 67 კილომეტრის დაშორებით 10-11 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

სტიქიის შედეგად დაღუპულებისა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შედეგად იაპონიაში 18 000 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. მაშინ ქვეყანამ მილიარდობით დოლარის ზარალი ნახა.

იტვირთბა....