ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორთან, ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში ფილმისთვის „უკრაინა ცეცხლში“ ოდესის ყოფილ გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა:
„ეს ოდესელებისა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო. მას აშშ-ი სამუშაო ვიზაც კი არ მისცეს… ნუთუ არ არსებობენ პატიოსანი პროფესიონალი უკრაინელები მსგავსი თანამდებობისთვის?“, – განაცხადა პუტინმა.