საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილის გადადგომის შემდეგ, ახალი გენერალური დირექტორის არჩევამდე მაუწყებელს თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს.
თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორის თანამდებობას იკავებს.
ცნობისათვის, სამეურვეო საბჭომ 10 დღის ვადაში საჯაროდ უნდა გამოაცხადოს კონკურსი ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევად. უკვე გამოიკვეთნენ სავარაუდო კანდიდატები.