პროექტს „საქართველოს ახალი სამშენებლო კომპანია”ახორციელებდა, გეგმის მიხედვით, ბულვარის დასაწყისში, ნინოშვილის ქუჩაზე ძველი, უსახური სახლების ადგილას მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები უნდა აშენებულიყო. მათ შორის, 100-ნომრიანი სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარები, საცურაო აუზი, ბოულინგ-კლუბი, ფიტნეს-დარბაზი.
კომპანიის ხელმძღვანელი როინ ბერიძე დღეს რადიო „კომერსანტთან” ამბობს, რომ ბათუმის მერიამ პროექტისთვის ნებართვის გაცემაზე უარი თქვა.
“მეტრონომი” ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურის და ურნაბული დაგეგმარების უფროსს ირაკლი ახალაძეს ესაუბრა. ახალიძის თქმით, მერიას არ სურს აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობის აშენება.
“ამ კომპანიას 2015 წელსაც ეთქვა უარი. მეორედ სხვა შ.პ.ს სახელით შემოიტანა მერიაში განაცხადი. სივრცითი მოცულობის და გაბარიტულობის გამო ვუთხარით უარი. მივიჩნიეთ, რომ იმ განაშენიანებაში მსგავსი ტიპის ობიექტის აშენება არ შეიძლებოდა. პირველად მათ 106 მეტრიანი შენობის აშენება სურდათ. მეორე შემთხვევაში 2016 წელს საუბარი უკვე იყო 33 სართულიანი შენობის აშენებაზე. უარის მიზეზი შენობის სიდიდე იყო.” – აცხადებს ახალაძე.
ბათუმის მერიის თანამშრომელი ამბობს, რომ კომპანიას კიდევ შეუძლია სამშენებლო ნებართვის მისაღებად კვლავ მიმართოს ბათუმის მერიას. ახალაძის ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ თუ კომპანია შედარებით მცირე ზომის შენობას ააშენებს.

