მარიამ მამადაშვილმა მალტაში გამართულ საბავშვო “ევროვიზიაზე” ფურორი მოახდინა. მან ყველაზე მეტი ქულა მიიღო და უკვე მესამედ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, როცა მას, როგორც გამარჯვებულს, ბოლოს უნდა ემღერა ემოციებით დატვირთულმა ეს ვერ მოახერხა და მის მაგივრად კონკურსის სხვა მონაწილეები შეეცადნენ ქართული სიმღერის “მზეო”-ს გაჟღერებას, რომელმაც მარიამს გამარჯვება მოაპოვებინა. საბოლოოდ, მან მაინც შეძლო სიმღერის შესრულება, რასაც აპლოდისმენტებით შეხვდნენ დარბაზში.
“მეტრონომი” ულოცავს მარიამს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ კარიერაში.