პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს წარადგენს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების წარდგენა ხვალ იგეგმებოდა.