ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში, პურის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა მოხდა ქუთაისში. დღეს დილით ქუთაისში, პურის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საცხობში, სადაც მამაკაცი მუშაობდა, გაზმა გაჟონა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

იტვირთბა....