წალენჯიხის სოფელ ლიაში ახალგაზრდა მამაკაცი მშობლების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ის ამ დროისთვის ქუთაისში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სოფლის მცხოვრებლების განცხადებით, 35 წლამდე მამაკაცი მშობლების მოკვლის შემდეგ სახლიდან იყო გაქცეული. იგი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. სავარაუდოდ თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა. მათი ინფორმაციით, მამაკაცმა მშობლებს თავები ნაჯახით მოაჭარა. შემთხვევა ღამით მოხდა, როდესაც ასაკოვან მშობლებს ეძინათ.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი შეურაცხადია.

