ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პატრიარქი მოსკოვში იმყოფება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

 

ილია მეორე მოსკოვში გუშინ ქუთაისიდან პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ გაემგზავრა.

 

20 ნოემბერს მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის, საღამოს კი ქართულ დიასპორას შეხვდება.

 

უცნობია, გამართავს თუ არა ილია მეორე მოსკოვში შეხვედრებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამას საპატრიარქოში არ გამორიცხავენ.

 

ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

 

იტვირთბა....