ახალი ამბები კულტურა მთავარი

პალმა დე მალიორკასა და არასის კინოფესტივალებში ნინო ბასილიას ფილმმა  “ანას ცხოვრება”  გამარჯვება მოიპოვა

პალმა დე მალიორკასა და არასის კინოფესტივალებში  ნინო ბასილიას ფილმმა  “ანას ცხოვრება”  გამარჯვება მოიპოვა. ასევე ნინო ბასილაია კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოვეს.  ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.

ფილმს უკვე აქვს 2 მთავარი საერთაშორისო ჯილდო. კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award.

“ანას ცხოვრება” რამდენიმე თვის წინ სახალინის კინოფესტივალზეც დააჯილდოვეს. ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძეს კი რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს.

იტვირთბა....