ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავუძლებ ზამთარს…”: სარეიტინგო ქულა, რომელიც დასახმარებლად საკმარისი არ არის

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გიორგი ჩერქეზიშვილის ცხოვრება მეტად ტრაგიკულია. ეტლით მოსარგებლე 56 წლის მამაკაცი, რომელსაც არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს, მეზობლების დახმარების იმედადაა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ე.წ. ახალშენის დასახლებაში ცხოვრობს. საცხოვრებელ ერთოთახიან სახლს არც კარ-ფანჯარა აქვს, არც იატაკი.

ოთახში შესასვლელი იმდენად უსწორმასწოროა, ადამიანს გავლა გაუჭირდება. სახლის ჭერიდან წვიმა ჩამოდის და ჩერქეზიშვილის ისედაც გაუსაძლის ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. საწოლი რაზეც მამაკაცს სძინავს, წვიმის წვეთებისგან მთლიანად სველია.

ჩერქეზიშვილი მარტო ცხოვრობს. ორი შვილი და რძალი ჰყავს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ისინი იშვიათად აკითხავენ.

არც ხელები მაქვს არც ფეხები და ასე გაჭირვებული ვარ 14 წელია. მთავრობა არასდროს  შემიწუხებია, რამდენიმე დღის წინ ვიყავი მეზობლების დახმარებით გამგეობაში და ვერ ვნახეთვერც გამგებელი, ვერც მისი მოადგილე;

შვილი და რძალი არ მპატრონობს,მეძახიან შიმშილით ამოხდით სულსო,არაფრის ღირსი არ ხარო. აქ მარტოვცხოვრობ, საჭმელს ვერ ვჭამ, მცივავიყინები, თავზე მაწვიმს, დამათოვს აწი.გათბობა არ მაქვს, ასჯერ დავწერეგანცხადება მუნიციპალიტეტისგამგეობაში, კი მოვიდნენ, გადაიღესსურათები და  მითხრეს, ეს რამდგომარეობაში ცხოვრობო, მაგრამ დახმარება არ გაუწევიათ. სოციალურიდახმარებამომიხსნეს, მე რომსოციალური არ მექნება ეს სამართალია?

დილიდან  გზას გავყურებ, იქნებმეზობელი დავინახო ქუჩაში, რომ დავუძახო; ხან სკოლიდან გამომივლიან ბავშვები, ხანმეზობლები მოდიან. რამდენჯერ თავის მოკვლა დავაპირე, თავიც მოვიწამლე, სიცოცხლე აღარმინდა, იყო პოლცია მოსული, დამაწერინეს ახსნაგანმარტება, მაგრამ ასეთ ყოფში ცხოვრება გაუსაძლისია. ისევე მეზობლებმა გადამარჩინეს ამ ზამთარს ვერ გადავიტან, სკოლისდამთავრებას ვუყურებ, რომ ბავშვებმა გამომიარონ და ცეცხლი დამინთონ. არ მინდა სიცოცხლე

ახლანდელ დეპუტატს ჰკითხეთ, იცის როგორ ცხოვრობენ ადამიანები სოფლებში, როგორიღუებიან შიმშილით, სიცივით, უყურადღებობით, რის გამოც შეიძლებ თავი მოიკლან კიდეც?ვეგავუძლებ ამ ზამთარს, აღარ ვიცი ვის რა ვთხოვო, უბრალოდ გააგებინეთ ყველას, რომ აიასეთებიც, ჩემნაირებიც არსებობენ ამ ქვეყანაში, _ ამბობს  გიორგი ჩერქეზიშვილი.

ასეთი წვალებით მითენდება დამიღამდება 14 წელია. ერთი ეტლიმაჩუქეს გამეგობიდან და იმასაცმამადლიან, ეტლი ხომგაჩუქეთო?! არადა, ერთ თვეში დაიშალაეს ეტლი. აგერ არის, მაინც ვერაფერში ვიყენებ. მივმართე გამგეობას,სამშენებლო მასალებით დამეხმარეთმეთქი, თავზე მაინც არ მაწვიმდეს, კიხედავთ, არც კარი მაქვს, არც ფანჯარა.

გამგეობაში მითხრეს, არ გვაქვს საშუალება ვერ დაგეხმარებითო. ახლავისმივმართო დახმარებისთვის, მითხარით.ადამიანი რომ გაიყინება და შიმშილით მოკვდება მერე რას იტყვიან, ჩვენს სახელმწიფოშიგაჭირვებულები არ არსებობენო?!_ამბობს გოგი ჩერქეზიშვილი და ცრემლებს ვერ მალავს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ ჩერქეზიშვილის პრობლემის შესახებ უწყება ინფორმირებულია. თუმცა, როდის შეძლებენ მის დახმარებას, კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირთ.

სოფელ ნატანებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გიორგი ჩერქეზიშვილს წელსოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურმა ეტლი გადასცა;თუმცადაზიანებული ეტლის სანაცვლოდ, ახალ ეტლზე ან სხვა ტიპის

დახმარებაზე ჩერქეზიშვილს განაცხადი არ წარმოუდგენია.სამწუხაროდ, ის მოკლებულიაგანცხადების დაწერის შესაძლებლობას. განცხადებით მან უნდა მიმართოს ნატანების ტერიტორიულ ერთეულშიგამგებლის წარმომადგენელს, რომელიც მოახდენს შემდგომ რეაგირებას. რაცშეეხება, მის საცხოვრებელ პირობებს,გიორგი ჩერქეზიშვილს აქვს საკუთარისახლი, თუმცა ოჯახის წევრებთანკონფლიქტური სიტუაციის გამო,დაზიანებულ დამხმარე ნაგებობაშიცხოვრობს. ოზურგეთისმუნიციპალიტეტის გამგეობისინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის სპეციალსტებმა ადგილზე შეისწავლესსიტუაცია. ჩერქეზიშვილი რეგისტრირებულია ერთიან ბაზაში და შესაძლებლობის გაჩენისთანავემუნიციპალიტეტი დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციას მოახდენს, – აცხადებენ გამგეობაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ჩერქეზიშვილის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, მაგრამ, სამწუხაროდ, დახმარებას ვერ გაუწევენ. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მისი სარეიტინგო ქულა დახმარების საშუალებას არ იძლევა.

გიორგი ჩერქეზიშვილს საარსებო შემწეობის გაცემა შეუწყდა 2014 წელს გეგმაგრაფიკით გადამოწმების შემდეგ. წელს ოჯახიგა დამოწმდა ორჯერ, ამჯერად მისი სარეიტინგო ქულა ოდნავ აღემატება სოციალურად დაუცველთა შეფასების მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ზედაზღვარს. ანუ მისი სარეიტინგო ქულასამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ფულად საარსებო შემწეობას, თუმცა, ის სარგებლობს სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე როგორც შშმ პირი ის იღებსსოციალურ პაკეტს – 180 ლარს. მოგეხსენებათ, როცა სოცაგენტის მიერივსება დეკლარაცია, მასში იწერება სხვადასხვა მონაცემი, რასაც ოჯახის წევრები უთითებენ.ყველა ეს მონაცემი გარკვეულ გარკვეულ გავლენას ახდენს სარეიტინგო ქულის ფორმირებაზე. ამბენეფიციარს დაფიქსირებული აქვს პენსია, მიწის ნაკვეთი, მცირე ზომის სახლი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, მცირეოდენი არარეგულარულიშემოსავალი მუნიციპალიტეტიდან და ასევე ორი მასან არმცხოვრები შვილი, რომლებიც მისპოტენციურ დამხმარეებად ითვლებიან… ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამინის მდგომარეობანამდვილად მძიმეა, მაგრამ, სამწუხაროდ, სარეიტინგო ქულის დათვლისას ყოველგვარისუბიექტური ფაქტორები გამორიცხულია და პროგრამულად ამ მონაცემებზე დაყრდნობითგამოვიდა ეს სარეიტინგო ქულა, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დახმარების მისაღებად საკმარისი არ არის“,  – აცხადებენ სააგენტოში.

gurianews.com

იტვირთბა....