ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გაუუქმდათ

 

ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებულ ლევან მამფორიასა და ირაკლი ბაღიშვილს პატიმრობა გაუუქმდათ. მათ სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. როგორც მამფორიას  ადვოკატმა განაცხადა, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რომ  მამფორია დაპატიმრებულიყო,  რაც სასამართლომ გაითვალისწინა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 30 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა  საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისა და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.

იტვირთბა....