ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არჩევნების შესახებ სააკაშვილის განცხადება მცდარია“: რას პასუხობს აშშ-ს საელჩო სააკაშვილს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განმარტებით, “2003 წლის არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მცდარი”.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა  „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ ოპოზიციას 2003 წლის არჩევნების შედეგების აღიარებასაც სთხოვდა.

„მეტრონომი“ აშშ-ს საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოხატა შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით 2003 წლის 3 ნოემბერს და ასე გაგრძელდა ხმის დათვლის მთლიანი პროცესის განმავლობაში. დამატებით, როგორც კი მოხდა შედეგების დათვლა, გაიმართა მაღალი დონის საუბრები საქართველოს მთავრობასთან იმ საჭიროების შესახებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები გამჭვირვალედ გადაჭრილიყო. როდესაც დაიწყო არჩევნების შედეგების გამოცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაშინვე გამოხატა უკმაყოფილება შედეგებთან და და ქვეყნის მმართველობასთან მიმართებით. 2003 წლის 21 ნოემბერს აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება რომელშიც ვკითხულობთ – “ამერიკის შეერთებული შტატები დიდად იმედგაცრუებულია საქართველოში ორ ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელმაც ვერ გაამართლა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება აშშ-ისა და ეუთოს წინაშე. ხმების დათვლის დაგვიანებამ და შედეგებით მანიპულირებამ გამოააშკარავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნების უგულვებელყოფა.
2003 წლის 13 ნოემბერს, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დუგლას დავიდსონმა, თავის განცხადებაში მოუწოდა „საქართველოს მთავრობას, რათა მათ უზრუნველეყოთ, რომ ხმის მიცემა ამჯერად ჩატარებულიყო საერთო საარჩევნო კოდექსის, საერთაშორისო და ეუთოს სტანდარტებთან შესაბამისობაში”.- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

იტვირთბა....