ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ეზოში გავიდა და იქვე დაჭრეს“: ოზურგეთელი მამაკაცის მდგომარეობა  მძიმეა

ქალაქ ოზურგეთში, წულუკიძის ქუჩაზე მცხოვრებ დ.გ.-ს საღამოს ათი საათისთვის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს. შემთხვევა ორშაბათს, 14 ნოემბერს მოხდა:

„სახლში იყო, დაუძახეს, ეზოში გავიდა და იქვე დაჭრეს,” – განუცხადეს „გურიანიუსს“  დაზარალებულის ახლობლებმა.

მათივე ინფორმაციით დ.გ. ორივე ბარძაყის არეშია დაჭრილი და  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....