ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 884 იყო. არჩევნების შედეგები გაბათილდა და განმეორებითი კენჭისყრა აღარ გაიმართა 10 უბანზე. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 825 054-მა ამომრჩეველმა. საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და პარლამენტში მოხვდნენ არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 477 053 ხმა, “დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიაცია” – 88 097 ხმა, “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” – 856 638 ხმა.

“ქართული ოცნებიდან” პატლამენტის წევრად აირჩიეს 115 დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობიდან” 27,  “პატრიოტთა ალიანსიდან” 6, “თოფაძე მრეწველებიდან” 1 და საინიციატივო ჯგუფიდან 1 დეპუტატი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ამ წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა.

იტვირთბა....