ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

რას მოიმოქმედებს შსს თუ „გირჩი“ ახალი წლის ღამეს პირდაპირ ეთერში მარიხუანას დათესავს

ახალ პოლიტიკურ ცენტრში “გირჩში” აცხადებენ, რომ თუ ახალ წლამდე არ შეიცვლება ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, “გირჩის” წევრები, სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად 31 დეკემბრის დღის ბოლოს, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დარგავენ მარიხუანას.

“ჩვენ გვესმის, რომ ამით დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე. ჩვენ არ ვართ შეშლილები, გვყავს ოჯახები და გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის კონკრეტული გზა”. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ქმედების განმეორების შემთხვევაში, ან დიდი ოდენობით დათესვის შემთხვევაში, სასხელი ორიდან ექვს წლამდე იზრდება.

 

იტვირთბა....