ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილ ახალშობილს ექსპერტიზა ჩაუტარდა

ოზურგეთში საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარს ბათუმში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახი წევრები ფაქტს ექიმების დაუდევრობას უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ გეგმიური საკეისრო კვეთა დაგვიანებით მას შემდეგ გაკეთდა, რაც ქალს სამშობიარო ტკივილები დაეწყო. საკეისრო კვეთისას კი აღმოჩნდა, რომ ნაყოფი უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც ნათია ჟორჟოლიანის ოჯახის წევრები აცხადებენ, მორიგე ქირურგმა, ზურაბ ყაჭეიშვილმა, მათ განუმარტა, რომ საკეისრო კვეთა 10 წუთით ადრეც რომ დაწყებულიყო, ეს ბავშვის გადასარჩენად საკმარისი იქნებოდა.

ისინი ჯანდაცვის მინისტრს ფაქტით დაინტერესებას სთხოვენ, საგამოძიებო ორგანოებს კი დროულ რეაგირებას.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

იტვირთბა....