დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში უკანასკნელად შეხვდა ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, მედიის და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათ სიტყვით მიმართა.
უახლოეს დღეებში პარლამენტის ახალი შემადგენლობა შეიკრიბება და ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
„საქართველოს პარლამენტმა თუ შეძლო თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულება ქვეყნის წინაშე, ეს არის პირველ რიგში, თქვენი დამსახურება, მადლობა მინდა მოგახსენოთ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს, ცხოვრება გრძელდება, ჩვენ ჩვენი ქვეყნის სამსახურს გავაგრძელებთ,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშილი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2012 წლის 21 ოქტომბრიდან იყო.