მტკვარმა ქალაქ რუსთავში წუხელ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი 21 წლის გ. ძ-ა. მისი ცხედარი მდინარეში მეთევზეებმა შენიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.
მეზობლები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ, რადგან გარდაცვლილს ფეხები შეკრული ჰქონდა. ასევე განიხილება მკვლელობის ვერსიაც.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექპსერტიზა. უწყებაში გამოძიების სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.