ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი „როსტურიზმის” მოწოდებას პასუხობს

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრი , თეა წულუკიანი ფედერალური სააგენტო „როსტურიზმის“ მოწოდებას გამოეხმაურა:

„საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ ყველა საერთაშორისო ინდექსით აღიარებული ვართ, რომ მოწინავე რიგებში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ, სადაც ტურისტს არც დანაშაული ემუქრება, ის უსაფრთხოდ შეიძლება ისვენებდეს და ატარებდეს დროს. ამას აჩვენებს ის დიდი რიცხვი, მათ შორის, რუსეთიდანაც მომდინარე ტურისტების, რომლებიც ჩამოდიან და მათი რიცხვი ყოველწლიურად უფრო მზარდია. ეს ერთადერთი პასუხია, რაც შეიძლება ამგვარ ინფორმაციას გაეცეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო „როსტურიზმი“ რუსულ ტურ-ოპერატორებს მოუწოდებს, რომ ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული საფრთხეების“ შესახებ აცნობონ.

იტვირთბა....