11 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, დიდგორის, საბურთალოს, სამგორის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად ავარიის პრევენციას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონში 09:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, გობრონიძის, ახმეტელის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 12:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გუმათგესის, ცისკარიშვილის, რაზიკაშვილის, მოსკოვის, ენგურჰესის, იდუმალის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.” – აცხადებენ თელასში.
იტვირთბა....