ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურების საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს:
„მოკლევადიან რყევებზე არ უნდა გაკეთდეს ასეთი კომენტარი, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები ძალიან დიდ რისკს მოიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგება, ასევე სხვადასხვა მოლოდინი, რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი ერთად აისახება. იქნება გაუფასურებები, იქნება გამყარებები, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენს ვალუტას ექნება გამყარების ტენდენცია. რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრჯერ იყო ეს თემა გავლილი, ეს არის ლიკვიდობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველა პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი ეროვნული ბანკი იყენებს და ეს არ ახდენს გავლენას ლარის კურსზე“,- გაცნახადა კობა გვენეტაძემ.