ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც მან განაცხადა, საჭიროა ევროპული ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების სფეროში, რამაც ევროპული არმიის შექმნა უნდა უზრუნველყოს.
„უნდა ვცადოთ და შევქმნათ ევროპული თავდაცვითი კავშირი, რომლის მიზანიც, სამომავლოდ, ევროპული არმიის შექმნა იქნება“, – განაცხადა იუნკერმა ბერლინში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, აღნიშნული გეგმა „ევროპის შეერთებული შტატების“ შექმნას არ ისახავს მიზნად.
„ჩვენ ქვეყნებში ადამიანებს ევროპის შეერთებულ შტატებში ცხოვრება სულაც არ უნდათ. ამიტომ, არ უნდა ვტოვებდეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ევროპა ერთიანი სახელმწიფოს შექმნისკენ მიდის“, – განაცხადა იუნკერმა.
იტვირთბა....